1.  დადგენილი მარშრუტების მიხედვით შეთანხმებულ ხაზებზე საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას ან მასში მონაწილეობის მიღებისას ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს, მიუხედავად იმისა, ოპერირებს ის თუ მარკეტინგს ახორციელებს,  სხვა ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსთან,  მისი სახელმწიფოს კანონმდებლობის დაცვის შემთხვევაში, შეუძლია გააფორმონ კორპორატიული მარკეტინგული შეთანხმებები, მათ შორის, ბლოკ-ადგილების ან კოდის ერთობლივ გამოყენებაზე შეთანხმებები, ერთობლივი საწარმოები:

ა) თავისი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან;

ბ) სხვა ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან;

გ) მესამე ქვეყნის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან იმ პირობით, თუ ყოველი ქვეყანა უშვებს დართულია ასეთი სახის შეთანხმებებს სხვა  ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან ხაზებზე ამ ქვეყანაში (ამ ქვეყნიდან ან მისი გავლით).

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებების განხორციელება შესაძლებელია, თუ:

ა) ყველა ავიასაწარმოს, რომელიც მონაწილეობას იღებს ასეთ შეთანხმებებში,  გააჩნია შესაბამისი კომერციული უფლება და (ან) ნებართვა ფრენის შესრულებაზე დადგენული მარშრუტებზე და მის ნაწილზე და პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ყოველი ბილეთის გაყიდვისას ავიასაწარმო მომხმარებელს უთითებს გაყიდვის პუნქტში კონკრეტულად, რომელი ავიაკომპანია და რომელ სექტორზე ახორციელებს გადაყვანას და რომელ ავიაკომპანიასთან მომხმარებელი შედის სახელშეკრულებო ურთიერთობებში.

3. ტევადობა, რომელიც შემოთავაზებულია დანიშნული ავიასაწარმოსთვის მარკეტინგული ავიასაწარმოს სახით იმ ხაზებზე, რომელიც სხვა ავიაკომპანიების მიერ იქნება ექსპლუატირებული, არ უნდა ითვლებოდეს იმ ტევადობიდან, რომელიც შემოთავაზებულია იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც დანიშნავს მარკეტინგულ ავიაკომპანია