1.  თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს ენიჭება უფლება, მოახდინოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების გაყიდვა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე უშუალოდ ან მის მიერ დანიშნული აგენტების მეშვეობით. თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს მოახდინოს გადაყვანა-გადაზიდვების გაყიდვა, ხოლო ნებისმიერი პირი თავისუფალია ასეთი გადაყვანა-გადაზიდვის შეძენის არჩევანში ამ ქვეყნის ვალუტაში ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლებას თავისუფლად გადარიცხოს მის სახელწიფო ტერიტორიაზე დანიშნული ავიასაწარმოების მიერ მიღებული დანახარჯებისგან თავისუფალი შემოსავალი. ამგვარი გადარიცხვა ხორციელდება ოფიციალური გაცვლითი კურსის საფუძველზე მიმდინარე  გადასახდელები ან, თუ არ არსებობს ოფიციალური გაცვლითი კურსები, იმ კურსით, რომელიც პრევალირებს უცხოური ვალუტის გაცვლის ბაზარზე მიმდინარე გადასახადებისთვის, რომელიც მოქმედებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ გადარიცხვის მოთხოვნის წარმოდგენის დღისთვის, და არ იბეგრება ნებისმიერი ტიპის მოსაკრებელით, გარდა ასეთი ტრანზაქციებისთვის ბანკის მიერ დაწესებული მოსაკრებელისა.

3. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ არ დაბეგრონ რაიმე სახის გადასახადით შემოსავლების ან ამონაგების თანხა, მიღებული საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვებისას საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციით, რომელსაც ახორციელებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმ