1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ექნება უფლება დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიაგადამზიდველი დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები. ერთი ხელშემკვრელი მხარე წერილობით აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამგვარი დანიშვნების შესახებ. 2. აღნიშნული დანიშვნის ან დანიშნული ავიაგადამზიდველის განაცხადის მიღებისას, რომელიც შეესაბამება საექსპლოატაციო უფლებამოსილების და ტექნიკური ნებართვის ფორმას, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება, მინიმალური პროცედურული შეფერხებით, გასცემს შესაბამის უფლებამოსილებებსა და ტექნიკურ ნებართვებს იმის გათვალისწინებით, რომ: a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის შემთხვევაში: (i) ავიაგადამზიდველი დაფუძნებულია საქართველოს ტერიტორიაზე და გააჩნია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული საჰაერო ხომალდის ექსპლოატანტის მოქმედი სერტიფიკატი; (ii) ავიასაწარმოს ფაქტობრივი ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და უზრუნველყოფს საქართველო; და (iii) ავიაგადამზიდველის მფლობელობას, პირდაპირ ან უპირატესი მფლობელობის მეშვეობით და მის ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს საქართველო. b) ბულგარეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის შემთხვევაში: (i) ავიაგადამზიდველი დაფუძნებულია ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულების შესაბამისად და გააჩნია ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად გაცემული ექსპლოატაციის მოქმედი ლიცენზია; და (ii) ავიაგადამზიდველის ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და უზრუნველყოფს ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე პასუხისმგებელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ხოლო შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება მკაფიოდ არის აღნიშნული დანიშვნის დოკუმენტში. (iii) ავიაგადამზიდველის მფლობელობას, პირდაპირ ან უპირატესი მფლობელობის მეშვეობით, და მის ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებენ წევრი სახელმწიფოები და/ან სხვა სახელმწიფოები, რომლებიც მოცემულია მე-2 დანართში და/ან ამ სხვა სახელმწიფოების მოქალაქენი.
c) დანიშნული ავიაგადამზიდველი აკმაყოფილებს დანიშვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის, კონვენციის შესაბამისად განსაზღვრული კანონებისა და წესების სხვა პირობებს. 3. როდესაც ავიაგადამზიდველი ამგვარადაა დანიშნული და უფლებამოსილი, მას შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელება იმ პირობით, რომ ავიაგადამზიდველი აკმაყოფილებს წინამდებარე შეთანხმების დებულებებს
მუხლი 20. დანიშნული/აღიარებული ავიაგადამზიდველის უფლებამოსილება— რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ
მუხლი 5. ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში— რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ
მუხლი 4. ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში— რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ
მუხლი 14. ავიაგადამზიდველის დანიშვნაზე/ფრენის სიხშირის განაწილებაზე უარის თქმის საფუძველი— რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში“, მუხლი 3, №0, 28.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1500545/muxli-3/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია