1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს წინამდებარე შეთანხმებაში აღნიშნულ უფლებებს საერთაშორისო საავიაციო მომსახურების განხორციელების მიზნით დანართში გაწერილი მარშრუტების განრიგში განსაზღვრულ მარშრუტებზე. ასეთ მომსახურებას და მარშრუტებს შემდგომში შესაბამისად ეწოდება „შეთანხმებული მომსახურება“ და „განსაზღვრული მარშრუტები“.
2. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაკომპანიები სარგებლობენ შემდეგი უფლებებით:
a) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება, დაფრენის გარეშე;
b) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით დაფრენის უფლება; და
c) განსაზღვრულ მარშრუტზე შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფრენის უფლება, ისევე როგორც საერთაშორისო მიმოსვლის დროს, ცალ-ცალკე ან შერეულად, მგზავრების ჩასხმა/გადმოსხმის, ტვირთის, ბარგის ან ფოსტის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის უფლება.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიაკომპანიები, წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად დანიშნული ავიაკომპანიების გარდა, ასევე სარგებლობენ ამ მუხლის 2(a) და (b) პუნქტებში აღნიშნული უფლებებით.
4. წინამდებარე შეთანხმება არც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველს არ ანიჭებს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, გასამრჯელოს საფასურად ან ქირით, ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი, ბარგი ან ფოსტა, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით.
5. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან განსაკუთრებული და უჩვეულო გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის განუწყვეტლივ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების შესაბამის დროებით რეორგანიზაციას
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში · რედაქცია 28.03.2011
მუხლი 2. მიმოსვლის უფლებათა მინიჭება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. მიმოსვლის უფლებების მინიჭება
- მუხლი 2. მიმოსვლის უფლებების მინიჭება
- მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარულ
- მუხლი 18. მიმოსვლის თავისუფლება
- მუხლი 209. 1. განსაკუთრებული განაცხადით მგზავრთა ორგანიზებული ჯგუფის გადასაყვანად შეიძლება გამოიყოს სამგზავრო მატარებლის ცალკე შემადგენლობა პირდაპირ მიმოსვლაში რკინიგზის მიერ დადგენილი რაოდენობით, საგარეუბნო მატ
- მუხლი 38. მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განსაზღვრებანი
- მუხლი 3. ავიაგადამზიდველის დანიშვნა
- მუხლი 4. ექსპლუატაციის უფლებამოსილების გაუქმება ან მოქმედების შეჩერება
- მუხლი 5. ტევადობა
- მუხლი 6. კოდის ერთობლივი გაზიარება/ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებები
- მუხლი 7. განრიგების დამტკიცება
- მუხლი 8. ტარიფები
- მუხლი 9. მოქმედი წესები და კანონები და
- მუხლი 10. საავიაციო შემთხვევების გამოძიება
- მუხლი 11. საავიაციო უსაფრთხოება
- მუხლი 12. საავიაციო უშიშროება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში“, მუხლი 2, №0, 28.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1500545/muxli-2/