1. ერთი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, დანართით განსაზღვრულ მარშრუტებზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაწყების მიზნით. ეს მიმოსვლა და მარშრუტები შემდგომში შესაბამისად მოხსეინებული იქნებიან, როგორც ,,შეთანხმებული მიმოსვლა” და ,,დაწესებული მარშრუტები”.
2. წინამდებარე შეთანხმების შესაბამის დებულებათა თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო ისარგებლებს შემდეგი უფლებებით:
a) განახორციელოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე;
b) განახორციელოს დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით; და
c) დაწესებულ მარშრუტზე შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელებისას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განსაზღვრულ პუნქტებში ჩასხას ან გადმოსხას მგზავრები, ჩატვირთოს ან გადმოტვირთოს ტვირთი და ფოსტა, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განსაზღვრულ პუნქტებში ან პუნქტებიდან და შეასრულოს ეს ოპერაციები ცალ-ცალკე ან შერეულად.
3. ზემოაღნიშნული (c) ქვეპუნქტი არც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ანიჭებს უფლებას, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების სპეციალური თანხმობის გარეშე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ქირით ან გასამრჯელოს საფასურად, საჰაერო ხომალდის ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ბარგი, ტვირთი და ფოსტა ამავე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტებში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზემოაღნიშნული, დროდადრო, ერთობლივად შეიძლება იქნეს განსაზღვრული ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლების მიერ.
4. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის და მღელვარების, დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით საჰაერო მიმოსვლის განხორციელება, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ექსპლუატაციის გაგრძელებას და ამ მიზნით დროებით მოახდენს მარშრუტების რეორგანიზაცია
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 08.11.2010
მუხლი 2. მიმოსვლის უფლებების მინიჭება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. მიმოსვლის უფლებათა მინიჭება
- მუხლი 2. მიმოსვლის უფლებების მინიჭება
- მუხლი 3. პირდაპირი ტრანზიტული მიმოსვლა
- მუხლი 18. მიმოსვლის თავისუფლება
- მუხლი 38. მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება
- მუხლი 209. 1. განსაკუთრებული განაცხადით მგზავრთა ორგანიზებული ჯგუფის გადასაყვანად შეიძლება გამოიყოს სამგზავრო მატარებლის ცალკე შემადგენლობა პირდაპირ მიმოსვლაში რკინიგზის მიერ დადგენილი რაოდენობით, საგარეუბნო მატ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განმარტებები
- მუხლი 3. ავიასაწარმოს დანიშვნა და ექსპლუატაციის
- მუხლი 4. საექსპლუატაციო უფლებამოსილების
- მუხლი 5. მომხმარებლის გადასახდელი
- მუხლი 6. საბაჟო გადასახდელები და გადასახადები
- მუხლი 7. შემოსავლების გადარიცხვა
- მუხლი 8. შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელების
- მუხლი 9. სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა
- მუხლი 10. ტარიფები
- მუხლი 11. ავიასაწარმოს წარმომადგენლობა
- მუხლი 12. მიწისზედა მომსახურება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 2, №0, 08.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016072 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1545198/muxli-2/