1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს, დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, რომელსაც ისინი სთავაზობენ მომხმარებელს გადაყვანა-გადაზიდვების ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ შემუშავებული ტარიფები ეცნობება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ტარიფების ამოქმედების სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ ორმოცდახუთი (45) დღით ადრე. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება შემცირდეს აღნიშნული ხელისუფლებების თანხმობით. იმ შემთხვევაში, თუ საავიაციო ხელისუფლებები ტარიფების შესახებ ცნობის მიღების დღიდან თხუთმეტ (15) დღეში არ გამოხატავენ საკუთარ სურვილს არ დაამტკიცონ წარმოდგენილი ტარიფები, ტარიფები ითვლება დამტკიცებულად;
3. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან განსაკუთრებული განხილვის საგნად აქციონ სადავო ტარიფები, რომლებიც შეიძლება იყოს გაუმართლებლად მაღალი ან ხელოვნურად დაბალი, პირდაპირი ან არაპირდაპირი სუბსიდიების ან მხარდაჭერის გამო;
4. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ტარიფი მიეკუთვნება ამ მუხლის ,მე-3 პუნქტში მითითებულ ნებისმიერ კატეგორიას ან სხვა მხრივ არ შეესაბამება ამ მუხლში ჩამოყალიბებულ დებულებებს, ამ საავიაციო ხელისუფლებამ ტარიფების შესახებ ცნობის მიღების თარიღიდან თხუთმეტი (15) დღის ვადაში უნდა აცნობოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას საკუთარი უკმაყოფილების შესახებ და მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა. ამგვარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს ოცდაათი (30) დრის ვადაში. ორივე ხელშემკვრელი მხარე ყოველ ღონეს იხმარს გონივრულ დროში მოხდეს ურთიერთშეთანხმება. შეთანხმების მიღწევამდე ტარიფები დროებით შევა ძალაში ან გაგრძელდება;
5. ამ მუხლის პირობების მიუხედავად, საქართველოს მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ დაწესებული ტარიფები, ევროგაერთიანების ფარგლებში განხორციელებული გადაზიდვების დროს ექვემდებარება ევროგაერთიანების კანონებ