1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციები საჰაერო ნავიგაციის საშუალებებთან, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ. ასეთი კონსულტაციები ჩატარდება მოთხოვნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
2. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ნებისმიერ ამ სფეროში ეფექტურად არ იცავს და არ იყენებს უსაფრთხოების იმ სტანდარტებს, რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, მაშინ იგი ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამგვარი აღმოჩენებისა და იმ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, და მეორე ხელშემკვრელი მხარე ატარებს სათანადო გამოსასწორებელ ღონისძიებებს. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს გონივრულ ვადაში და ნებისმიერ შემთხვევაში თხუთმეტი (15) დღის ვადაში ან მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე, უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ეს შეიძლება გახდეს წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის გამოყენების საფუძველი.
3. კონვენციის 33-ე მუხლში ჩამოყალიბებული ვალდებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებული ან იჯარითაა აღებული ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ და ახორციელებს მიმოსვლას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, შეიძლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნის დროს შემოწმდეს ამავე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტთა ვარგისიანობისა და საჰაერო ხომალდისა და მისი აღჭურვილობის რეალური მდგომარეობის გარკვევის მიზნით (ამ მუხლში  ბაქანზე შემოწმებად წოდებული), იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის არამიზანშეწონილ შეფერხებას.
4. თუ ნებისმიერი ამგვარი ბაქანზე შემოწმება ან მთელი რიგი ამგვარი შემოწმებებისა გამოიწვევს:
a) სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან
b) სერიოზულ ეჭვს, რომ არსებობს ხარვეზები კონვენციის შესაბამისად იმ დროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტურ წარმართვასა და შენარჩუნებაში.
ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას კონვენციის 33-ე მუხლის განხორციელების მიზნით, შეუძლია დაასკვნას, რომ მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც გაიცა ან მოქმედებს საჰაერო ხომალდების და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟთა მოწმობები და ლიცენზიები და ასევე მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც საჰაერო ხომალდი არის ექსპლუატირებული, არ შეესაბამება ან არ აღემატება კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების წარმომადგენლების მიერ უარყოფილი იქნება წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბაქანზე შემოწმების უფლება, მეორე ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დაასკვნას, რომ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული სერიოზული ეჭვი და მიიღოს ამავე პუნქტში მითითებული შესაბამისი დასკვნები.
6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ბაქანზე შემოწმების ან ბაქანზე მთელი რიგი შემოწმებების შედეგად, ასევე ბაქანზე შემოწმების, კონსულტაციების ან დიალოგის სხვა ნებისმიერ ფორმაზე უარის თქმის შემთხვევაში დაასკვნის, რომ ავიასაწარმოს ან ავისაწარმოების ექსპლუატაციის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.
7. ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ქმედება წყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოსთან მიმართებაში ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, როგორც კი აღარ იარსებებს ამ ქმედების საფუძველი.
8. როდესაც ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ნორმატიული კონტროლი ხორციელდება ევროგაერთიანების სხვა წევრი სახელმწიფოების მიერ, მეორე ხელშემკვრელ მხარეს, ამ მუხლის თანახმად, ეძლევა თანაბარი უფლება მიიღოს და გამოიყენოს უსაფრთხოების სტანდარტები და გამოიყენოს ავიასაწარმოს საექსპლუატაციო უფლებამოსილებ