1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებული ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საავიაციო საშუალებებთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ასეთი კონსულტაციები ტარდება ამგვარი თხოვნის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

2. თუ აღნიშნული კონსულტაციების შედეგად ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტურად არ ინარჩუნებს და არ წარმართავს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ უსაფრთხოების სტანდარტებს ნებისმიერ სფეროში, რომელიც, სულ მცირე, უთანაბრდება ან აღემატება ამ დროისათვის კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, პირველი ხელშემკვრელი მხარე ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ ვითარების შესახებ და იმ ზომებზე, რაც ამ მინიმალური სტანდარტების შესასრულებლად არის საჭირო, ხოლო მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს შესაბამისი გამოსასწორებელი ზომები. მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ თხუთმეტი (15) დღის, ან შეთანხმებული უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შესაბამისი ზომების ვერმიღება, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხების მე-4 მუხლის გამოყენების საფუძველს.

3. კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ და რომელიც ახორციელებს მომსახურებას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, შეიძლება, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნის დროს, დაექვემდებაროს შემოწმებას მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის არამიზანშეწონილ შეფერხებას. კონვენციის 33-ე მუხლში მითითებული ვალდებულებების მიუხედავად, ამ შემოწმების მიზანია, შემოწმდეს საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტთა ვარგისიანობა და საჰაერო ხომალდის მოწყობილობა და მისი მდგომარეობა შეესაბამება თუ არა იმ დროისათვის კონვენციის შესაბამისად დადგენილ სტანდარტებს (ამ მუხლში „ბორტზე შემოწმება“).

4. თუ ნებისმიერი ამგვარი სახის შემოწმება ბორტზე, ან მთელი რიგი შემოწმებებისა ბორტზე გამოიწვევს:

a) სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან

b) სერიოზულ ეჭვს, რომ არსებობს ხარვეზები კონვენციის მიერ იმ მომენტისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიან მომსახურებასა და გამოყენებასთან მიმართებით;

ხელშემკვრელ მხარეს, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენლები ახორციელებენ ბორტზე შემოწმებას კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, შეუძლია დაასკვნას, რომ მოთხოვნები, რომლის საფუძველზე არის გაცემული საჰაერო ხომალდებზე და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟზე მოწმობები და ლიცენზიები ან ვარგისიანობა, ან რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატირებისას მოთხოვნები არ უთანაბრდება ან არ შეესაბამება კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან მისი სახელით ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების მიზნით შემოწმებაზე უარს განაცხადებს ამ ავიასაწარმოს წარმომადგენელი, მეორე ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია დაასკვნას, რომ არსებობს სერიოზული ეჭვი ამ მუხლის მე-4 პუნქტის საკითხებთან მიმართებით და გამოიტანოს იმავე პუნქტში ხსენებული დასკვნები.

6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ იგი ბორტზე შემოწმების, ან ბორტზე მთელი რიგი შემოწმებების შედეგად, ასევე ბორტზე შემოწმების, კონსულტაციების ან სხვაგვარ საქმიანობაზე უარის თქმის შემთხვევაში დაასკვნის, რომ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.

7. ამ მუხლის მე-2 ან მე-6 პუნქტების შესაბამისად, ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ქმედება წყდება, როგორც კი ამ ქმედების საფუძველი აღმოიფხვრებ