1. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს აქვს უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დააარსოს წარმომადგენლობითი ოფისები საჰაერო გადაზიდვების და სატრანსპორტო მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე სხვა დამხმარე პროდუქტის და საჰაერო ხაზების ექსპლუატაციისთვის საჭირო მომსახურების განსახორციელებლად, მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს აქვს უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის შესვლის, ცხოვრებისა და მუშაობის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, შეიყვანოს და ჰყავდეს საკუთარი მმართველი, ტექნიკური, ოპერაციული და სხვა სპეციალიზებული პერსონალი საჭირო საჰაერო ხაზების ექსპლუატაციისთვის.
3. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს აქვს უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე განახორციელოს სატრანსპორტო მომსახურების რეალიზაცია საკუთარი სატრანსპორტო დოკუმენტების გამოყენებით, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. გაყიდვები შეიძლება განხორციელდეს პირდაპირ დანიშნული ავიასაწარმოების წარმომადგენლობით ოფისებში ან უფლებამოსილი აგენტების მიერ.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს, მოთხოვნის საფუძველზე და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემდეგ იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, ანიჭებს უფლებას გადარიცხოს ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე საერთაშორისო საჰაერო ხაზების ექსპლუატაციით გამომუშავებული ხარჯის ზემოთ მიღებული მოგება.
5. გადარიცხვა ხორციელდება იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ხორციელდება ტრანზაქცია და არ ექვემდებარება არანაირ გადასახდელს, ამგვარი გადარიცხვებისთვის საბანკო საკომისიოს გარდ