1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო ხაზებზე ექსპლუატაციაში მყოფი საჰაერო ხომალდი, ასევე მათი ჩვეულებრივი მოწყობილობა, საწვავისა და საცხებ-საპოხის მარაგები, საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული მარაგები (მათ შორის საკვები, სასმელები და თამბაქო), თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო და სხვა იმპორტის გადასახდელებისგან, შემოწმების საფასურებისგან და სხვა მსგავსი მოსაკრებლებისგან და გადასახადებისგან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ჩამოსვლისას, თუ ამგვარი მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და მარაგი რჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე, სანამ დატოვებენ ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიას.

2. ქვემოთ მოცემულიც ასევე თავისუფლდება იმავე გადასახდელის, საფასურებისგან და გადასახდელებისგან, გარდა განხორციელებული მომსახურების საფასურისა:

(a) საჰაერო ხომალდის საწვავი და საცხებ-საპოხების მარაგი, რომლებიც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მიმართულია შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატაციაში მყოფი საჰაერო ხომალდის მოსამარაგებლად, მიუხედავად იმისა ეს მარაგები გამოყენებული უნდა იქნეს, თუ არა მგზავრობის ნაწილზე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, სადაც მოხდა მათი ბორტზე ატანა;

(b) სათადარიგო ნაწილები, მათ შორის ძრავები და ჩვეულებრივი მოწყობილობები, რომლებიც შემოტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე გამოყენებული საჰაერო ხომალდის სარემონტოდ ან შესაკეთებლად;

(c) ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ბორტზე ატანილი საჰაერო ხომალდის მარაგები, რომლებიც გათვალისწინებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე გამოყენებული საჰაერო ხომალდისთვის;

(d) სარეკლამო მასალები, უნიფორმები და ავიასაწარმოს დოკუმენტაცია, რომლებსაც არ გააჩნია კომერციული ღირებულება და გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე.

შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს ამ პუნქტში მოცემული მასალების საბაჟო ზედამხედველობის ან კონტროლის ქვეშ მოქცევა.

3. საჰაერო ხომალდის ჩვეულებრივი მოწყობილობა, ასევე მასალები და სათადარიგო ნაწილები, რომლებიც რჩება ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ორგანოს თანხმობით. ამ შემთხვევაში ისინი შეიძლება განთავსდეს აღნიშნული საბაჟო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ მანამდე, სანამ არ იქნება უკან გატანილი, ან ერთ-ერთი განთავსდეს საბაჟო წესებით საბაჟო რეგულაციების შესაბამისად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს სიტუაციებში, როცა ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო შეთანხმებაში შედის სხვა ავიასაწარმოსთან, ჩვეულებრივი მოწყობილობების და ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სხვა ნივთების დროებით სარგებლობაში გადაცემის ან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გადატანის მიზნით, იმ პირობით, რომ მეორე ავიასაწარმო სარგებლობს ასეთივე შეღავათებით მეორე ხელშემკვრელი მხარისგა