1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს წინასწარი შეტყობინება შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისათვის დაწესებული ტარიფების შესახებ ან მისი საავიაციო ხელისუფლებისათვის წარდგენა.
2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეში, ზოგადი კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის გამოყენების შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარის ჩარევა შემოიფარგლება შემდეგით:
a) არაგონივრულად დისკრიმინაციული ტარიფებისა და პრაქტიკის პრევენცია;
b) მომხმარებელთა არაგონივრულად მაღალი და არაგონივრულად შემზღუდველი ტარიფებისგან დაცვა, დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების ან ავიასაწარმოებს შორის შეთანხმებული პრაქტიკის გამო; და
c) ავიასაწარმოების დაცვა ხელოვნურად დაწეული ტარიფებისგან მთავრობის პირდაპირი ან ირიბი სუბსიდიის ან დახმარების გამო.
3. არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა განახორციელოს ცალმხრივი ქმედება შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისათვის ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შემოთავაზებული დასაკისრებელი ან დაკისრებული გადასახადის გატარების ან გაგრძელების თავიდან ასარიდებლად. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე თვლის, რომ ნებისმიერი ამგვარი ტარიფი ამ მუხლით დადგენილ დებულებებთან შეუსაბამოა, შეიძლება მოითხოვოს კონსულტაციები და შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს მისი უკმაყოფილების მიზეზების შესახებ განაცხადის მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის განმავლობაში. ეს კონსულტაციები ტარდება მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს ოცდაათ (30) დღეშ