1. თითოეულ მხარეს, განსაზღვრულ მარშრუტებზე, შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, უფლება აქვს მეორე მხარისათვის წერილობითი მიმართვით დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო.

2. დანიშვნის შესახებ ამ მუხლის პირველ პუნქტში ნახსენები შეტყობინების მიღებისას, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები ამ მუხლის დებულებების საფუძველზე დანიშნულ ავიასაწარმოზე გასცემს შესაბამის საექსპლუატაციო უფლებამოსილებას, დაყოვნების გარეშე, თუ:

a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში ავიასაწარმო არის საქართველოს და/ან მისი მოქალაქეების არსებით საკუთრებაში ან ეფექტიანი კონტროლის ქვეშ;

b) სერბეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში ავიასაწარმო არის სერბეთის რესპუბლიკის და/ან მისი მოქალაქეების არსებით საკუთრებაში ან ეფექტიანი კონტროლის ქვეშ.

3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოსგან დაამტკიცოს, რომ ამ ავიასაწარმოს შესწევს უნარი, დაიცვას იმ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პირობები, რომლებიც კონვენციის დებულებათა შესაბამისად ჩვეულებრივ და გონივრულად გამოიყენება ამ ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას.

4. ამ მუხლის დებულებების შესაბამისად დანიშნულ და ნებართვით აღჭურვილ ავიასაწარმოს, ნებისმიერ დროს შეუძლია შეთანხმებული ხაზის ექსპლუატაციის დაწყება, ამ შეთანხმებით განსაზღვრული სხვა პირობების შესრულების შემთხვევაშ