1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ექნება უფლება წერილობით დანიშნოს და წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო დაწესებული მარშრუტებით შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები.
2. ასეთი დანიშვნის მიღებისას მეორე ხელშემკვრელი მხარე, ამ მუხლის (3) და (4) პუნქტების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მისცემს დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს შესაბამის ექსპლუატაციის ნებართვებს.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიციო ხელისუფლებამ შეიძლება მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მტკიცებულება იმისა, რომ ამ ავიასაწარმოს უნარი შესწევს შეასრულოს ის ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ყველა ის მოთხოვნები, რომლებიც კონვენციის დებულებათა შესაბამისად გამოიყენება საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას ამ ხელისუფლების მიერ.
4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ექნება უფლება უარი თქვას ამ მუხლის პუნქტი (2)-ით გათვალისწინებული ექსპლუატაციის ნებართვის გაცემაზე, ან ამ შეთანხმების მუხლი 3(2)-ით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას მოსთხოვოს ავიასაწარმოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც იგი არ არის დარწმუნებული, რომ მეორე ხელშემკვრელ მხარეს ან მისი სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ ამ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობა და ისინი რეალურად აკონტროლებენ მის საქმიანობას.
5. როდესაც ავიასაწარმო ამგვარდაა დანიშნული და ნებართვით აღჭურვილი, მას ნებისმიერ დროს შეუძლია ხაზების ექსპლუატაციის დაწყება იმ პირობით, რომ ფრენის განრიგები დამტკიცებულია ამ შეთანხმების მე-6 მუხლის, ხოლო ტარიფი დადგენილია ამ შეთანხმების მე-9 მუხლის დებულებათა შესაბამისად