ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:
a) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ და მოიცავს: (i) მის ნებისმიერ შესწორებას, რომელიც ძალაშია შესული 94 (a) მუხლის თანახმად და რატიფიცირებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ და (ii) მის ნებისმიერ დამატებას ან შესწორებას, მიღებულს ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად იმდენად, რამდენადაც ეს შესწორება ან დამატება მოქმედია ნებისმიერ განსაზღვრულ დროს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის;
b) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას, ხოლო კატარის სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ან ორივე შემთხვევაში ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც შეიძლება აღჭურვილ იქნეს უფლებამოსილებით, შეასრულოს ზემოაღნიშნული ხელისუფლების კომპეტენციაში ამჟამად შემავალი ნებისმიერი ან მსგავსი ფუნქციები;
c) ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც არის დანიშნული და ნებართვით აღჭურვილი ამ შეთანხმების მე-4 მუხლის თანახმად;
d) ტერმინს „ტერიტორია“ აქვს კონვენციის მე-2 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობა;
e) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „არაკომერციული მიზნებით შეჩერება“ აქვთ კონვენციის 96-ე მუხლით მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები;
f) ტერმინი „შეთანხმება“ გულისხმობს წინამდებარე შეთანხმებას, მის დანართს და ამ დანართისა ან შეთანხმების ნებისმიერ შესწორებას;
g) ტერმინი „მომხმარებლის გადასახდელი“ ნიშნავს გადასახდელს, რომელიც ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ ან მისი ნებართვით არის ავიასაწარმოსათვის დაწესებული მათი აეროპორტის ქონებით, საშუალებებით, აეროსანავიგაციო საშუალებებით უზრუნველყოფისათვის და მოიცავს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის, მგზავრების, ტვირთისათვის საჭირო მოწყობილობების და მათთან დაკავშირებული მომსახურების გადასახდელს;
d) ტერმინი „მე-5 თავისუფლება“ ნიშნავს – ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველის უფლებას, განახორციელოს მგზავრების აყვანა, ტვირთის, ბარგის და ფოსტის ატანა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე მათი გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით;
e) ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადატანისათვის დაწესებულ ფასს და იმ პირობებს, რომელთა თანახმადაც აღნიშნული ფასები გამოიყენება, სააგენტოებისა და სხვა დამატებითი მომსახურების ფასებისა და პირობების ჩათვლით, ფოსტის გადაზიდვის პირობებისა და ანაზღაურების გარდა;
v) ტერმინი „ტევადობა“ საჰაერო ხომალდთან მიმართებაში ნიშნავს დაწესებულ მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე საჰაერო ხომალდის შესაძლო სარგებლიან დატვირთვას; შეთანხმებულ ავია ხაზებთან დაკავშირებით ნიშნავს დაწესებულ მარშრუტზე საჰაერო მიმოსვლისას გამოსაყენებელი საჰაერო ხომალდის ტევადობის ნამრავლს ამ საჰაერო ხომალდის მიერ განსაზღვრული დროის პერიოდში, განსაზღვრულ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე, განხორციელებული ფრენების სიხშირეზ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 15.02.2011
მუხლი 1. განსაზღვრებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. უფლებათა მინიჭება
- მუხლი 4. ავიასაწარმოების დანიშვნა და ნებართვის მიცემა
- მუხლი 5. ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება
- მუხლი 6. შეთანხმებული ხაზების
- მუხლი 7. პირდაპირი ტრანზიტი
- მუხლი 8. კოდის ერთობლივი გამოყენება
- მუხლი 9. ტარიფები
- მუხლი 10. სერტიფიკატების და ლიცენზიების აღიარება
- მუხლი 11. საბაჟო გადასახადები
- მუხლი 12. საავიაციო უშიშროება
- მუხლი 13. ფრენის უსაფრთხოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 1, №0, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372359/muxli-1/