1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შემდეგ უფლებებს:
a) უფლებას განახორციელოს მის სახელმწიფო ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე;
b) უფლებას განახორციელოს დაჯდომა მის სახელმწიფო ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით.
2. ამ შეთანხმების თანდართული მარშრუტების განაწესის სათანადო განყოფილებაში განსაზღვრული მარშრუტებით საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეთანხმებაში შემდგომში მითითებულ უფლებებს. ეს მიმოსვლები და მარშრუტები შემდგომში შესაბამისად წოდებულნი იქნებიან, როგორც „შეთანხმებული ხაზები“ და „დაწესებული მარშრუტები“. ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს დაწესებული მარშრუტებით შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას, გარდა ამ მუხლის (1) პუნქტში აღნიშნული უფლებებისა, დამატებით ექნებათ უფლება განახორციელონ დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიის პუნქტებში, რომლებიც ამ მარშრუტებისათვის არის განსაზღვრული შეთანხმების თანდართულ მარშრუტების განაწესში, რათა ჩასხან ან გადმოსხან, ჩატვირთონ ან გადმოტვირთონ მგზავრები, ტვირთი, ფოსტის ჩათვლით, ერთად ან ცალ-ცალკე
3. ამ მუხლის პუნქტი (2) არცერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ანიჭებს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან ქირით ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი ფოსტის ჩათვლით, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით.
4. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის განუწყვეტლივ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების შესაბამის დროებით რეორგანიზაციას
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 15.02.2011
მუხლი 3. უფლებათა მინიჭება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განსაზღვრებანი
- მუხლი 4. ავიასაწარმოების დანიშვნა და ნებართვის მიცემა
- მუხლი 5. ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება
- მუხლი 6. შეთანხმებული ხაზების
- მუხლი 7. პირდაპირი ტრანზიტი
- მუხლი 8. კოდის ერთობლივი გამოყენება
- მუხლი 9. ტარიფები
- მუხლი 10. სერტიფიკატების და ლიცენზიების აღიარება
- მუხლი 11. საბაჟო გადასახადები
- მუხლი 12. საავიაციო უშიშროება
- მუხლი 13. ფრენის უსაფრთხოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 3, №0, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372359/muxli-3/