1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ჯერ კიდევ ძალაში მყოფი სერტიფიკატები, მოწმობები და ლიცენზიები, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ იქნება აღიარებული როგორც ვარგისი, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი სერტიფიკატების, მოწმობების და ლიცენზიების გაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები აღემატება ან უტოლდება კონვენციის შესაბამისად უკვე ჩამოყალიბებულ ან მომავალში ჩამოყალიბებულ მინიმალურ სრტანდარტებს.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უარის თქმის უფლებას მისი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით გამოსაყენებელი იმ მფრინავის მოწმობებისა და/ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობების აღიარებაზე, რომელიც გაცემულია მის მოქალაქეებზე სხვა ქვეყნის მიერ.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის (1) პუნქტში ნახსენები მოწმობებისა და სერტიფიკატების პრივილეგიები და პირობები, რომლებიც გაცემულ იქნა ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ ნებისმიერ პირზე ან დანიშნულ ავიასაწარმოზე ან ავიახომალდზე, რომელიც ასრულებს შეთანხმებულ ხაზებს დაწესებულ მარშრუტებზე, განსხვავდება კონვენციით დადგენილ სტანდარტებისაგან და ეს განსხვავება გადაგზავნილ იქნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ამ შეთანხმების მე-18 მუხლის შესაბამისად მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან, იმ თვალსაზრისით, რომ დარწმუნდნენ მისაღებია თუ არა მათთვის აღნიშნული პრაქტიკა. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ეს გახდება წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის გამოყენების საფუძველი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 15.02.2011
მუხლი 10. სერტიფიკატების და ლიცენზიების აღიარება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. ავიასაწარმოების დანიშვნა და ნებართვის მიცემა
- მუხლი 5. ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება
- მუხლი 6. შეთანხმებული ხაზების
- მუხლი 7. პირდაპირი ტრანზიტი
- მუხლი 8. კოდის ერთობლივი გამოყენება
- მუხლი 9. ტარიფები
- მუხლი 11. საბაჟო გადასახადები
- მუხლი 12. საავიაციო უშიშროება
- მუხლი 13. ფრენის უსაფრთხოება
- მუხლი 14. სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა
- მუხლი 15. შემოსავლის გადარიცხვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 10, №0, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372359/muxli-10/