1. შეთანხმებულ ხაზებზე ტარიფები უნდა დაწესდეს გონივრულ ფარგლებში ყველა სათანადო ფაქტორის გათვალისწინებით, ექსპლოატაციის საფასურის, გონივრული მოგებისა და მიმოსვლის მახასიათებლების ჩათვლით. ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლება განიხილავს მიუღებელ ტარიფებს, რომლებიც შეიძლება იყოს არაგონივრულად დისკრიმინაციული, გაუმართლებლად მაღალი ან შემზღუდავი დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო, ან ხელოვნურად დაბალი, პირდაპირი ან არაპირდაპირი სუბსიდიების ან მხარდაჭერის გამო ან არაკონკურენტუნარიანი.
2. ამ შეთანხმების თანახმად თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შემუშავებული ტარიფები მგზავრების გადაყვანის შესახებ ეცნობა ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხეისუფლებას, გარდა ტარიფებისა სატვირთო გადაზიდვაზე ან ტარიფებისა, რომელსაც აწესებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები პირველ ხელშემკვრელ მხარესა და მესამე სახელმწიფოს შორის გადაზიდვა/გადაყვანაზე.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი ზოგადი კონკურენციისა და სამომხმარებლო კანონის შეუზღუდავი გამოყენებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებების ჩარევა უნდა შემოიფარგლებოდეს:
(a) არაგონივრულად დაბალი ან დისკრიმინაციული ტარიფების აღკვეთით;
(b) დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ან ავიასაწარმოებს შორის შეთანხმებული პრაქტიკის შედეგად მიღებული არაგონივრულად მაღალი ან შემზღუდავი ფასებისაგან მომხმარებლის დაცვით;
(c) ავიასაწარმოების დაცვით ხელოვნურად დაბალი ფასებისაგან, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი სამთავრობო სუბსიდიების ან მხარდაჭერის შედეგია.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ამგვარი ტარიფი შეუთავსებადია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღწერილ დებულებასთან, ამ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება დანიშნულ ავიასაწარმოს. საავიაციო ხელისუფლებას, რომელიც აგზავნის შეტყობინებას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან ტარიფებთან დაკავშირებით. ასეთი კონსულტაციები გაიმართება მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 14 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კონსულტაციების შედეგად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, უპირატესობა მიენიჭება იმ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის ტერიტორიაზეც სათავეს იღებს მარშრუტი. ამ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია ისარგებლოს ამ შეთანხმების მე-5 მუხლში მოცემული უფლებებით
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 15.02.2011
მუხლი 9. ტარიფები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. უფლებათა მინიჭება
- მუხლი 4. ავიასაწარმოების დანიშვნა და ნებართვის მიცემა
- მუხლი 5. ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება
- მუხლი 6. შეთანხმებული ხაზების
- მუხლი 7. პირდაპირი ტრანზიტი
- მუხლი 8. კოდის ერთობლივი გამოყენება
- მუხლი 10. სერტიფიკატების და ლიცენზიების აღიარება
- მუხლი 11. საბაჟო გადასახადები
- მუხლი 12. საავიაციო უშიშროება
- მუხლი 13. ფრენის უსაფრთხოება
- მუხლი 14. სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 9, №0, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372359/muxli-9/