1. შეთანხმებულ მარშრუტებზე მომსახურების განხორციელებისას ან მათზე უფლებების ფლობისას, ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ნებისმიერ ავიასაწარმოს შეუძლია გააფორმოს კოდის ერთობლივი გამოყენების შესახებ შეთანხმებები:
1) თავისი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან;
2) მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან;
3) მესამე ქვეყნის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან
იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარ შეთანხმებაში მყოფი ყველა ავიასაწარმო:
a) ფლობს მიმოსვლის უფლებას შესაბამის მარშრუტებზე და სეგმენტებზე;
b) შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ამგვარ შეთანხმებებში;
c) ვალდებულია ბილეთის გაყიდვისას განუმარტოს მომხმარებელს თუ რომელი ავიასაწარმო გაუწევს მომსახურებას თითოეულ სექტორზე და თუ რომელ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან შედის მომხმარებელი კომერციულ გარიგებაში