1. ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს, როგორც მარკეტინგული, ან ასევე საექსპლუატაციო გადამზიდველის სახით, თავისუფლად შეუძლია დადოს სხვა ავიასაწარმოსა ან ავიასაწარმოებთან კოოპერატიული მარკეტინგული შეთანხმებები, ბლოკ-ადგილებისა და/ან ზიარი კოდის შეთანხმებების (მესამე ქვეყანასთან ზიარი კოდის შეთანხმებების) ჩათვლით და არა მხოლოდ.
2. ზიარი კოდის მომსახურების უზრუნველყოფამდე, ზიარი კოდის პარტნიორები თანხმდებიან, თუ რომელი ხელშემკვრელი მხარე უნდა იყოს პასუხისმგებელი ვალდებულებებსა და მომხმარებელთან დაკავშირებულ საკითხებზე, უშიშროებაზე, უსაფრთხოებასა და გამარტივებაზე. ამ პირობების განმსაზღვრელი შეთანხმება უნდა წარედგინოს საავიაციო ხელისუფლებას ზიარი კოდის შეთანხმებების განხორციელებამდე.
3. აღნიშნული სახის შეთანხმებები უნდა მიღებულ იქნეს შესაბამისი საავიაციო ხელისუფლებების მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ შეთანხმებებში ყველა ავიასაწარმოს აქვს მითითებული მიმოსვლის უფლებები და/ან უფლებამოსილებანი.
4. ზიარი კოდის შეთანხმებების შემთხვევაში, მარკეტინგულმა ავიასაწარმომ, თითოეულ გაყიდულ ბილეთთან დაკავშირებით, უნდა უზრუნველყოს, რომ ბილეთის შესყიდვისას, მგზავრს მკაფიოდ განემარტოს, თუ რომელი ავიასაწარმო რომელ მონაკვეთზე შეასრულებს მომსახურებას და რომელ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან აფორმებს იგი ხელშეკრულებას.
5. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ (-ემბა) შესაძლოა ასევე შესთავაზოს მომხმარებელს ზიარი კოდის მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის ნებისმიერ პუნქტებს შორის, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სახის მომსახურება შესრულდება მეორე ხელშემკვრელი ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიე