1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებული ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ. ასეთი კონსულტაციები ტარდება ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
2. თუ, აღნიშნული კონსულტაციების შემდეგ, ერთი ხელშემკვრელი მხარე დაასკვნის, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფს (1) პუნქტში მითითებულ რომელიმე სფეროში უსაფრთხოების სტანდარტების შესრულებასა და დაცვას, იმ დროისთვის კონვენციით დადგენილი თუნდაც მინიმალური სტანდარტების შესაბამისად, პირველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს აცნობებს ამგვარი დასკვნების შესახებ, რის შემდეგაც მეორე ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის გამასწორებელ ზომებს. მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შესაბამისი ზომების მიუღებლობა 15 დღის ან, შეთანხმებისამებრ, უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, წარმოადგენს საფუძველს წინამდებარე შეთანხმების მე-4(1) მუხლის გამოყენებისთვის.
3. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ახორციელებს მომსახურებას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს, შეიძლება შემოწმდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტაციის ნამდვილობისა და საჰაერო ხომალდისა და მისი მოწყობილობების (ამ მუხლში „საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება“) რეალური მდგომარეობის დადგენის მიზნით, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის არამიზანშეწონილ დაყოვნებას.
4. თუ საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება ან ბაქანზე შემოწმებები იწვევს:
a. სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი ან მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება კონვენციით იმ დროისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან
b. სერიოზულ ეჭვს, რომ კონვენციით იმ დროისთვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანად შესრულებასა და განხორციელებაში არსებობს ხარვეზები;
ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, შეუძლია დაასკვნას, რომ მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც გაიცა ან ნამდვილად გამოცხადდა საჰაერო ხომალდის, ან საჰაერო ხომალდის ოპერატორის ან საფრენი ეკიპაჟის მოწმობები ან ლიცენზიები არ შეესაბამება, ან არ აღემატება კონვენციით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების მიზნით შემოწმებაზე უარს განაცხადებს ამ ავიასაწარმოს წარმომადგენელი, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ივარაუდოს, რომ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული სერიოზული ეჭვის საფუძველი და გამოიტანოს ამ პუნქტში მითითებული შესაბამისი დასკვნები.
6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო ნებართვა იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე ბაქანზე შემოწმების, ან შემოწმებების, ასევე ბაქანზე შემოწმების მიზნით წვდომაზე უარის თქმის, კონსულტაციების შედეგად, ან რაიმე სხვა საფუძვლით დაასკვნის, რომ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.
7. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის მე-2 ან მე-6 პუნქტის შესაბამისად გატარებული ნებისმიერი ზომა შეწყდება, როგორც კი აღარ იარსებებს ამგვარი ზომის მიღების საფუძველ