1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები შეთანხმებული მომსახურებების დაწყებამდე დასამტკიცებლად წარუდგენენ დაგეგმილი ფრენების განრიგს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას, რომელშიც მითითებული იქნება ფრენების სიხშირე, საჰაერო ხომალდის ტიპი და განრიგის მოქმედების ვადა. ამგვარი განრიგი წარდგენილ უნდა იქნეს დაგეგმილი ფრენების დაწყებამდე 30(ოცდაათი) დღით ადრე. ეს მოთხოვნა ანალოგიურად ვრცელდება განრიგში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებაზე. ცალკეულ შემთხვევებში, საჭიროებისამებრ, აღნიშნული ვადა შეიძლება შემცირდეს საავიაციო ხელისუფლებებს შორის კონსულტაციების საფუძველზე.

2. თუ დანიშნულ ავიასაწარმოს სურს დამტკიცებულ განრიგში შეტანილი რეისების გარდა დამატებითი რეისების შესრულება, ის ვალდებულია შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისაგან მიიღოს წინასწარი ნებართვ