1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიაგადამზიდველმა დაგეგმილი ფრენის განრიგი დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეთანხმებული მომსახურების განხორციელების დაწყებამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე. ნებისმიერი დამატებითი ცვლილება საჭიროებს მსგავს პროცედურას. აღნიშნულ განრიგში განსაზღვრული იქნება ექსპლუატაციის სიხშირე, დრო, საჰაერო ხომალდის ტიპი, კონფიგურაცია და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ადგილების რაოდენობა.
2. დამატებითი ფრენებისათვის, დამტკიცებული განრიგის გარდა, რომელთა განხორციელება სურს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს, ამ ავიაგადამზიდველმა თხოვნით უნდა მიმართოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შესაბამისი ნებართვის მისაღებად. ასეთი მოთხოვნები წარდგენილ უნდა იქნეს მსგავსი ფრენების დაწყებამდე სულ მცირე ორი (2) სამუშაო დღით ადრე
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში · რედაქცია 28.03.2011
მუხლი 7. განრიგების დამტკიცება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განსაზღვრებანი
- მუხლი 2. მიმოსვლის უფლებათა მინიჭება
- მუხლი 3. ავიაგადამზიდველის დანიშვნა
- მუხლი 4. ექსპლუატაციის უფლებამოსილების გაუქმება ან მოქმედების შეჩერება
- მუხლი 5. ტევადობა
- მუხლი 6. კოდის ერთობლივი გაზიარება/ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებები
- მუხლი 8. ტარიფები
- მუხლი 9. მოქმედი წესები და კანონები და
- მუხლი 10. საავიაციო შემთხვევების გამოძიება
- მუხლი 11. საავიაციო უსაფრთხოება
- მუხლი 12. საავიაციო უშიშროება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში“, მუხლი 7, №0, 28.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1500545/muxli-7/