1.  თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველი თავად დაადგენს საჰაერო მიმოსვლის ტარიფს არსებულ საბაზრო მონაცემებზე დაყრდნობით. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ მოითხოვს მათი ავიაკომპანიის სხვა ავიაკომპანიებთან კონსულტაციას იმ ტარიფებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი აწესებენ ან სთავაზობენ ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მიმოსვლაზე.
2.  თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, შეიძლება მოსთხოვოს მის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს ან ავიაგადამზიდველებს დაწესებული ტარიფების წარმოდგენა. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ მოსთხოვს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს ტარიფების წარდგენას. ტარიფები ძალაში შეიძლება დარჩეს, თუ ეს ქვემორე მე-3 და მე-4 პუნქტებით არ არის დაუშვებელი.
3.  თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ცალმხრივად უთხრას უარი მის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს ნებისმიერ დაწესებულ ტარიფზე. მიუხედავად ამისა, ამგვარი ჩარევა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება თვლის, რომ დაწესებული ან შეთავაზებული ტარიფი ქვემორე მე-4 პუნქტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
4. ხელშემკვრელი მხარის ჩარევა შემოიფარგლება:
a)  ბაზარზე დომინანტის პოზიციის ბოროტად გამოყენების შედეგად, გაუმართლებლად მაღალი ტარიფებისაგან მომხმარებლების დაცვით;
b) ისეთი ტარიფების აღკვეთით, რომლის გამოყენებაც წარმოშობს ანტიკონკურენტულ მოქმედებას, რომელსაც აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს ან აშკარად გამიზნულია კონკურენციის აღკვეთაზე, შეზღუდვაზე ან მოშლაზე ან კონკურენტის მარშრუტიდან გაძევებაზე ეფექტის მოხდენაზე.
5.  არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ გაატარებს ცალმხრივ ღონისძიებებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ ტარიფის დადგენის ან ტარიფის შეთავაზების აღკვეთის მიზნით. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე დარწმუნებულია, რომ ამგვარი ტარიფი შეუთავსებადია ზემოაღნიშნულ მე-4 პუნქტში აღწერილ დებულებასთან, ამ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეატყობინებს საკუთარი უკმაყოფილების მიზეზების შესახებ. ასეთი კონსულტაციები გაიმართება შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. ტარიფი შევა ძალაში ან განაგრძობს მოქმედებას ორმხრივი შეთანხმების მიღწევის გარეშე.
6.  მიუხედავად ამ მუხლის დებულებებისა, ევროკავშირის ფარგლებში გადაზიდვაზე საქართველოს დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის კანონმდებლობას