თითოეული ხელშემკვრელი მხარის წესებისა და კანონების შესაბამისად, რაც ბულაგრეთის რესპუბლიკის შემთხვევაში მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობას, თითოეულ დანიშნულ ავიაგადამზიდველს, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ექნება უფლება განახორციელოს საკუთარი სახმელეთო მომსახურება („თვითმომსახურება“) ან საკუთარი არჩევანის შესაბამისად, სახმელეთო მომსახურების კონკურენტ მომწოდებლებს შორის შეარჩიოს სახმელეთო მომსახურების სრულად ან ნაწილობრივ განხორციელების მიზნით. იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი წესებითა და კანონებით  შეზღუდულია ან შეუძლებელია თვითმომსახურების განხორციელება ან როდესაც სახმელეთო მომსახურების მიმწოდებლებს შორის არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია, თითოეული დანიშნული ავიაგადამზიდველი, არადისკრიმინაციულ საფუძველზე, უზრუნველყოფილ იქნება თვითმომსახურებასთან ხელმისაწვდომობისა და სახმელეთო მომსახურების განმახორციელებელი მიმწოდებლის ან მიმწოდებლების მომსახურებასთან ხელმისაწვდომობის შესაძლებლობი