1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდის მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იძულებითი დაფრენის ან საავიაციო შემთხვევისას, იმ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა იძულებითი დაფრენა ან მოხდა საავიაციო შემთხვევა, დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას აღნიშნულის თაობაზე, გაატარებს სასწრაფო ზომებს ეკიპაჟისა და მგზავრების დასახმარებლად, ისევე როგორც უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდისა და ბორტზე არსებული ფოსტის, ბარგისა და ტვირთის უსაფრთხოებას. ამასთან, გაატარებს იძულებითი დაფრენისა და საავიაციო შემთხვევის დეტალებისა და გამომწვევი მიზეზების მოკვლევას.
2. იძულებითი დაფრენისა და საავიაციო შემთხვევის დეტალებისა და გამომწვევი მიზეზების მოკვლევის განმახორციელებელი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს აცნობებენ მოკვლევის ჩატარების თაობაზე და მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს მიენიჭებათ მოკვლევაში მონაწილეობის სრული უფლებამოსილება. მოკვლევის განმახორციელებელი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები, მოკვლევის ანგარიშს მიაწვდიან მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს მისი ხელმისაწვდომობისთანავე
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში · რედაქცია 28.03.2011
მუხლი 10. საავიაციო შემთხვევების გამოძიება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 9. საავიაციო მოვლენის მოკვლევა
- მუხლი 7. საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შენახვა
- მუხლი 113. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის დაფინანსება
- მუხლი 21. საავიაციო შემთხვევის/ინციდენტის მოკვლევის განახლება
- მუხლი 22. საავიაციო შემთხვევების/ინციდენტების აღრიცხვა და მოკვლევის მასალების შენახვა
- მუხლი 20. საინფორმაციო ანგარიში საავიაციო შემთხვევაზე/ინციდენტზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. ექსპლუატაციის უფლებამოსილების გაუქმება ან მოქმედების შეჩერება
- მუხლი 5. ტევადობა
- მუხლი 6. კოდის ერთობლივი გაზიარება/ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებები
- მუხლი 7. განრიგების დამტკიცება
- მუხლი 8. ტარიფები
- მუხლი 9. მოქმედი წესები და კანონები და
- მუხლი 11. საავიაციო უსაფრთხოება
- მუხლი 12. საავიაციო უშიშროება
- მუხლი 13. სახმელეთო მომსახურება
- მუხლი 14. მომხმარებლის გადასახდელები
- მუხლი 15. საბაჟო გადასახდელები და პროცედურები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში“, მუხლი 10, №0, 28.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1500545/muxli-10/