1. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ნებისმიერ საავიაციო შემთხვევას იკვლევს, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მინისტრის მიერ დანიშნული/შექმნილი კომისია ამ წესის შესაბამისად.

2. სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მომხდარი საავიაციო შემთხვევისას, როდესაც საქართველო წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოს, ან საავიაციო შემთხვევის დროს დაზარალდა და/ან დაიღუპა საქართველოს მოქალაქე(ები), სამინისტრო ვალდებულია, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მომკვლევი სახელმწიფო ინფორმაციით:

ა) სამინისტროს მოკვლევის პროცესში ჩართვისა და წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ;

ბ) საჰაერო ხომალდზე არსებული სახიფათო ტვირთის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) საჰაერო ხომალდის და/ან საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების შესახებ.

3. კომისიის მუშაობაში, სახელშეკრულებო საწყისებზე, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დამამზადებლის, ავიასაწარმოს, სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო დაწესებულებებიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა.

4. საავიაციო შემთხვევის მოკვლევასთან და ამ შემთხვევით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების, აგრეთვე კომისიის წევრებისა და მოწვეული სპეციალისტების შრომითი ურთიერთობის საკითხები რეგულირდება  კანონმდებლობი