თავი III — საავიაციო შემთხვევის კომისიის თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილება
1. საავიაციო შემთხვევაზე ან ინციდენტზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიუხედავად, კომისიის წევრს უნდა გააჩნდეს საჭირო ზომების მიღების უფლებამოსილება მოკვლევის წარმოების მიზნით.
2. კომისიის წევრი საკუთარი ვალდებულებებს ასრულებს დამოუკიდებლად და ობიექტურად ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, არ ემორჩილება არავის მითითებებს, გარდა კომისიის თავმჯდომარისა.
3. კომისიის ყველა წევრი ანგარიშვალდებულია კომისიის თავმჯდომარის წინაშე და ვალდებულია კანონმდებლობის ფარგლებში შეასრულოს მისი მითითებები დროულად და ხარისხიანა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/09/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება