1. ტექნიკური ქვეკომისია ყალიბდება და მისი თავმჯდომარე (კომისიის ერთ-ერთი წევრი) ინიშნება კომისიის თავმჯდომარის მიერ.

2. ტექნიკური ქვეკომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) საჰაერო ხომალდის და მის მომსახურება/რემონტთან დაკავშირებული საავიაციო ტექნიკის (ამ მუხლით განსაზღვრულ შემდგომ შემთხვევებში - საავიაციო ტექნიკა) ტექნიკური მდგომარეობის დადგენა საავიაციო შემთხვევამდე, შემთხვევის მოხდენის სავარაუდო მომენტში და მის შემდეგ;

ბ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის ხასიათის, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ხარისხის შესწავლა;

გ) საჰაერო ხომალდის აგებულებისა და დამზადების ტექნოლოგიის შესაძლო ნაკლოვანებების გამოვლენა და საავიაციო ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების დადგენა;

დ) მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების (ასეთის შემთხვევაში) დადგენის მიზნით, საგანგებო გამოკვლევებისა და გამოცდების ჩატარება;

ე) საჰაერო ხომალდის ტექნიკურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქვეკომისიის ანგარიშის შედგენა №3 დანართის შესაბამისად.

3. საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური ქვეკომისია შესაძლოა შედგებოდეს შემდეგი სამუშაო ჯგუფებისგან:

ა) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სააღრიცხვო დოკუმენტების შემსწავლელი;

ბ) საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის მდგომარეობის შემსწავლელი;

გ) საჰაერო ხომალდის ძალური დანადგარების  მდგომარეობის შემსწავლელი;

დ) საჰაერო ხომალდის სისტემების მდგომარეობის შემსწავლელი.

4. საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურ ქვეკომისიაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს სხვა სამუშაო ჯგუფ(ებ)იც, ხოლო ჯგუფ(ებ)ი შეიძლება დაიყოს ქვეჯგუფებად.

5. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სააღრიცხვო დოკუმენტების შემსწავლელი  ჯგუფი შეისწავლის საჰაერო ხომალდზე არსებული (ნაპოვნი) საბუთების, საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციის, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის წესების დაცვის მდგომარეობას. ამოწმებს საჰაერო ხომალდის ფორმულარებს, ტექნიკური მომსახურების, რემონტისა და მრეწველობის ბიულეტენების მიხედვით დაყვანით სამუშაოებსა და იმ სხვა საბუთებს, რომლითაც საავიაციო შემთხვევამდე მარცხგანცდილი საავიაციო ტექნიკის მდგომარეობა დასტურდება. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სააღრიცხვო დოკუმენტების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი  ადგენს:

ა) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მარეგლამენტირებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების (აგრეთვე ეკიპაჟის შენიშვნების აღმოფხვრის) დროულობასა და სრულყოფილებას;

ბ) რეგლამენტის პერიოდული და ოპერატიული ფორმებით განსაზღვრული ბოლო ტექნიკური მომსახურების სირთულესა და ხარისხს, ხარვეზების აღმოფხვრის მეთოდებსა და შედეგიანობას (განსაკუთრებით კონკრეტული ხარვეზ(ებ)ის განმეორების შემთხვევაში – მიზეზებს);

გ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შენახვის პირობებს;

დ) საავიაციო ტექნიკის მომსახურე ტექნიკური სპეციალისტების პროფესიული მომზადების დონეს;

ე) ხელმძღვანელი ტექნიკური სპეციალისტების მიერ საავიაციო ტექნიკის მომსახურების სრულყოფილებასა და ხარისხს;

ვ) მარცხგანცდილ საჰაერო ხომალდში გამართული (გაწყობილი) საწვავ-საპოხი მასალების რაოდენობასა და ხარისხს;

ზ) საავიაციო ტექნიკის მომსახურებისას გამოყენებული ხელსაწყო-იარაღებისა და ტექნიკური საშუალებების მდგომარეობას;

თ) აუცილებელი სახელმძღვანელო(ები)ს არსებობასა და ტექნიკური საბუთების წარმოების ხარისხს;

ი) ტექნიკურ საბუთებში აღნუსხული ცნობების უტყუარობას.

6. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სააღრიცხვო დოკუმენტების შემსწავლელი  ჯგუფი ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის ანგარიშზე.

7. საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის მდგომარეობის შემსწავლელი ჯგუფი იკვლევს საჰაერო ხომალდის პლანერს. ჯგუფის მიზანია მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის რაც შეიძლება მეტი სექციების/ნაწილების შეკრება და ნამსხვრევების გაფანტვის სქემაზე მათი ადგილმდებარეობის ზუსტი აღნიშვნა. ჯგუფი განსაზღვრავს პირველადი შეხების (შეჯახების) წერტილებს და ადგენს ნამსხვრევების გაფანტვის სქემას, რისთვისაც ჯგუფი:

ა) შეისწავლის საავიაციო შემთხვევის ადგილს, განსაზღვრავს საჰაერო ხომალდის სივრცობრივ მდებარეობას და აგებულების მდგომარეობას მიწასთან შეჯახებამდე;

ბ) ათვალიერებს საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის ელემენტებს, ეძებს მის კონსტრუქციულ დანაკლისს;

გ) აზუსტებს საავიაციო შემთხვევის მოხდენის ადგილის სქემას;

დ) შეისწავლის კონსტრუქციის ელემენტების მდგომარეობას, ავლენს მათი მწყობრიდან გამოსვლისა და მუშაუნარიანობის ნიშნებს;

ე) არჩევს კონსტრუქციის ელემენტებს ლაბორატორიულ გამოკვლევაზე გასაგზავნად;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, აწყობს აგებულების ელემენტებს მათი ბუნებრივი განლაგების შესაბამისად;

ზ) იღებს საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის ელემენტების ფოტოსურათებს და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტურად განმარტავს მათ;

თ) ათვალიერებს საჰაერო ხომალდის ელემენტების შემოწმების, დაშლისა და გამოკვლევის შედეგების აქტებსა და ოქმებს;

ი) აღწერს ხანძრის ნიშნებს (არსებობის შემთხვევაში), მისი წარმოქმნის ადგილსა და დროს.

8. საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის მდგომარეობის შემსწავლელი ჯგუფი ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით, ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს ჯგუფის ანგარიშზე.

9. საჰაერო ხომალდის ძალური დანადგარების  მდგომარეობის შემსწავლელი ჯგუფი იკვლევს ძრავ(ებ)ის, საჰაერო ხრახნ(ებ)ის, ძრავ(ებ)ის საწვავით/ზეთით გასამართ სისტემებს. ჯგუფი ადგენს ძრავ(ებ)ის ნამსხვრევების ადგილმდებარეობას და აღნიშნავს მას (საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის მდგომარეობის შემსწავლელ ჯგუფთან ერთად) ნამსხვრევების გაფანტვის სქემაზე, რისთვისაც ჯგუფი:

ა) ადგენს ძრავ(ებ)ის, საჰაერო ხრახნ(ებ)ის, მათი აგრეგატების მდგომარეობას და ავლენს მწყობრიდან გამოსვლისა და მათი მუშაუნარიანობის ნიშნებს;

ბ) ადგენს ძრავ(ებ)ის სამუშაო რეჟიმსა და მართვის ორგანოების მდებარეობას (მდგომარეობას);

გ) აანალიზებს საწვავისა და ზეთის სინჯების გამოკვლევის შედეგს;

დ) აანალიზებს ეკიპაჟის წევრების, თვითმხილველების ჩვენებებს და ობიექტური კონტროლის საშუალებების ჩანაწერების გაშიფვრის შედეგებს;

ე) შეისწავლის ძალური დანადგარების ხანძრისა და/ან აფეთქების მიზეზებსა და შედეგებს, მათი წარმოქმნის ადგილსა და დროს და ცეცხლმაქრი სისტემ(ებ)ის მუშაობას;

ვ) აანალიზებს ძალური დანადგარების, მისი სისტემების დათვალიერების, შემოწმების, დაშლისა და გამოკვლევის შედეგებს.

10. საჰაერო ხომალდის ძალური დანადგარების მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით, ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს ჯგუფის ანგარიშზე.

11. საჰაერო ხომალდის სისტემების მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი:

ა) იკვლევს საჰაერო ხომალდის:

ა.ა) ჰიდრავლიკურ, პნევმატიკურ, ელექტრულ და ელექტრონულ სისტემებს;

ა.ბ) კონდიცირებისა და ჰერმეტიზების სისტემებს;

ა.გ) შემოყინვის საწინაღო და ქარსარიდი მინის გაწმენდის სისტემებს;

ა.დ) ეკიპაჟის კაბინის ცეცხლმაქრი და ჟანგბადის სისტემებს;

ა.ე) რადიო და სააერნაოსნო აღჭურვილობას;

ა.ვ) ობიექტური კონტროლის საშუალებების ჩანაწერების გაშიფვრის შედეგებსა და ეკიპაჟის წევრების ჩვენებებს;

ბ) ადგენს:

ბ.ა) საჰაერო ხომალდის სამართი ბერკეტებისა და გადამრთველების მდებარეობას;

ბ.ბ) სისტემების მდგომარეობისა და მუშაუნარიანობის ნიშნებს;

ბ.გ) საავიაციო შემთხვევის მოხდენის მომენტში მნიშვნელოვანი სისტემებისა და აგრეგატების სამართი ორგანოების მდგომარეობას (მდებარეობას) და საავიაციო შემთხვევაზე მათ გავლენას;

გ) ატარებს სისტემების ადგილზე შესაძლებელ გამოკვლევებსა და გამოცდებს;

დ) არჩევს ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გასაგზავნ აგრეგატებს, აღჭურვილობის ელემენტებსა და სისტემებს;

ე) იღებს სისტემებისა და აგრეგატების ფოტოსურათებს და დოკუმენტურად განმარტავს მათ;

ვ) აანალიზებს ადგილობრივ ან ლაბორატორიულ პირობებში სისტემებისა და აგრეგატების გამოკვლევებისა და ცდების შედეგებს.

12. საჰაერო ხომალდის სისტემების მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს ჯგუფის ანგარიშზე.

13. ტექნიკური ქვეკომისია, ამ მუხლის მე-6, მე-8, მე-10 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული ანგარიშებისა და მათზე თანდართული საბუთების საფუძველზე ადგენს ქვეკომისიის ანგარიშს, რომელშიც აისახება დასკვნები საავიაციო ტექნიკის მუშაუნარიანობაზე, მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში კი მწყობრიდან გამოსვლის თანამიმდევრობაზე, ურთიერთზეგავლენასა და მიზეზებზე, აგრეთვე საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ორგანიზებულობასა და ხარისხზე. ქვეკომისიის ანგარიშში სავალდებულოდ განისაზღვრება მოკვლევისას გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელი რეკომენდაციები.

14. ტექნიკურ ქვეკომისიის ანგარიშზე თანდართული უნდა იყოს:

ა) ტექნიკური ქვეკომისიის სამუშაო ჯგუფების ანგარიშები და მათი დანართები;

ბ) ტექნიკური ქვეკომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების წევრების სია;

გ) ტექნიკური ქვეკომისიის სხდომების ოქმები, წინამდებარე წესის №5 დანართის შესაბამისა