ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამები ამოქმედდეს ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, გარდა იმ პროგრამების/ კომპონენტების/ქვეკომპონენტებისა, რომელთა დაფინანსებაც ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით და საჭიროა შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენა/რეგისტრაცია. სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით დაფინანსებული პროგრამა/კომპონენტი/ქვეკომპონენტი ამოქმედდეს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარულ დღეში, ამ დადგენილების მე-2 მუხლის პრინციპების გათვალისწინებით.
2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 25.12.2015
მუხლი 3
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — 2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2015. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 30/06/2015.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №308, 30.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 470020000.10.003.018693 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2891068/muxli-3/