2. პრევენციის ქვეკომიტეტი შეიმუშავებს თავის საპროცედურო წესებს. ამ წესების მიხედვით:
(ა) კვორუმს შეადგენს წევრთა ნახევარს პლუს ერთი წევრი;
(ბ) პრევენციის ქვეკომიტეტის გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით;
(გ) პრევენციის ქვეკომიტეტის სხდომები დახურულია.
3. პრევენციის ქვეკომიტეტის პირველ სხდომას იწვევს გაეროს გენერალური მდივანი. პირველი სხდომის შემდეგ, პრევენციის ქვეკომიტების სხდომები გაიმართება საპროცედურო წესებით გათვალისწინებული პერიოდულობით. პრევენციის ქვეკომიტეტი და წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი ერთდროულ სხდომებს გამართავენ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
ნაწილი III. პრევენციის ქვეკომიტეტის მანდა