-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ მხარეს შეუძლია დაასახელოს ორი კანდიდატი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და პასუხობენ მე
-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მხარეები მათ მიერ დასახელებული კანდიდატების შესახებ წარმოადგენენ დეტალურ ინფორმაციას.
2. (ა) კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ წინამდებარე ოქმის მონაწილე ერთ
-ერთი მხარის მოქალაქეობა;
(ბ) ორიდან ერთ კანდიდატს მაინც უნდა გააჩნდეს წარმდგენი მხარის მოქალაქეობა;
(გ) არ შეიძლება დასახელებულ იქნეს ერთი მხარის ორ მოქალაქეზე მეტი;
(დ) ერთი მხარის მიერ მეორე მხარის მოქალაქის დასახელებამდე, აუცილებელია ამ მეორე მხარის თანხმობის მიღება.
3. არანაკლებ ხუთი თვით ადრე მხარეთა სხდომის ჩატარებამდე, რომლის დროსაც გაიმართება არჩევნები, გაეროს გენერალური მდივანი წერილობით მიმართავს მხარეებს სამი თვის ვადაში თავიანთი კანდიდატურების წარმოდგენასთან დაკავშირებით. გენერალური მდივანი შეადგენს სიას, რომელშიც ანბანური რიგით განლაგდება ყველა დასახელებული კანდიდატი წარმდგენი ქვეყნის მითითები