-11 მუხლით გათვალისწინებული მანდატის შესრულების მიზნით, მხარეები კისრულობენ ვალდებულებას:

(ა) მიიღონ პრევენციის ქვეკომიტეტი თავიანთ ტერიტორიაზე და მისცენ მას დაკავების ადგილებში შესვლის შესაძლებლობა წინამდებარე ოქმის მე
-4 მუხლის შესაბამისად;

(ბ) მიაწოდონ პრევენციის ქვეკომიტეტს შესაბამისი ინფორმაცია იმ ზომების განსაზღვრის მიზნით, რომელთა მიღებაც საჭიროა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან პირთა დაცვის გაძლიერების სფეროში;

(გ) ხელი შეუწყონ კონტაქტების დამყარებას პრევენციის ქვეკომიტეტსა და პრევენციის ეროვნულ მექანიზმებს შორის;

(დ) განიხილონ პრევენციის ქვეკომიტეტის რეკომენდაციები და გამართონ მასთან დიალოგი იმპლემენტაციის შესაძლო ზომების გატარებასთან დაკავშირები