(ა) იმ ინფორმაციით შეუზღუდავი სარგებლობის უფლებით, რომელიც ასახავს მე–4 მუხლით გათვალისწინებულ დაკავების ადგილებში მყოფ თავისუფლებააღკვეთილ პირთა და მათი დაკავების ადგილების რაოდენობასა და მათ ადგილმდებარეობას;
(ბ) იმ ინფორმაციით შეუზღუდავი სარგებლობის უფლებით, რომელიც შეეხება ამ პირთა მიმართ მოპყრობას და, ასევე, მათი დაკავების პირობებს;
(გ) ქვემოთ მოცემული მე
-2 პუნქტის შესაბამისად, დაკავების ადგილებსა და იქ არსებულ შენობა-ნაგებობებში შეუზღუდავი შესვლის უფლებით;
(დ) მოწმეების გარეშე, პირადად ან თარჯიმნის დახმარებით, თავისუფლებააღკვეთილ პირებთან, ასევე ნებისმიერ იმ პირებთან კერძო საუბრის გამართვის შესაძლებლობით, რომლებსაც შეუძლიათ პრევენციის ქვეკომიტეტისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
(ე) მოსანახულებელი ადგილების ან პირების საკუთარი შეხედულებისამებრ არჩევის უფლებით.
2. ვიზიტი დაკავების რომელიმე ადგილზე შესაძლებელია არ განხორციელდეს ეროვნული თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე დაკავების ადგილზე ბუნებრივი კატასტროფის და ისეთი სერიოზული არეულობის შემთხვევაში, რომელსაც შეუძლია გარკვეული ვადით შეაფერხოს ვიზიტის განხორციელება. ექსტრემალური მდგომარეობის არსებობა არ შეიძლება მხარის მიერ დასახელდეს, როგორც ვიზიტისაგან თავის შეკავების მიზეზ