(ა) მე–4 მუხლში მითითებულ დაკავების ადგილებში მყოფ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ ქცევის წესების რეგულარული შემოწმება, მათი დაცვის გაძლიერების მიზნით წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან;
(ბ) შესაბამისი ორგანოებისათვის რეკომენდაციების წარდგენა თავისუფლებაღკვეთილ პირთა პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების, ასევე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, გაეროს შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით;
(გ) არსებულ კანონმდებლობასთან ან კანონპროექტებთან დაკავშირებით წინადადებებისა და შენიშვნების წარდგენ