2. მხარეები გაატარებენ აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყონ პრევენციის ეროვნული მექანიზმების ექსპერტთა პროფესიონალიზმი და შესაბამისი უნარ
-ჩვევები. მხარეები ასევე უზრუნველყოფენ გენდერული ბალანსის შენარჩუნებას და ქვეყანაში არსებულ ეთნიკურ და სხვა უმცირესობათა სათანადოდ წარმოდგენას.
3. მხარეები უზრუნველყოფენ პრევენციის ეროვნული მექანიზმების ფუქნციონირებისათვის საჭირო რესურსების მოპოვებას.
4. პრევენციის ეროვნული მექანიზმების შექმნისას, მხარეები გაითვალისწინებენ ეროვნული ინსტიტუტების ძირითად პრინციპებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გაძლიერების სფეროშ