1. რატიფიკაციის შემდეგ მხარეებს შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი წინამდებარე ოქმის III ან IV ნაწილებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა გადავადებასთან დაკავშირებით.

2. ამგვარი გადავადება ძალაშია არა უმეტეს სამი წლის ვადით. მხარის მიერ შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენისა და პრევენციის ქვეკომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ, წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება კიდევ ორი წლით.