2. წინამდებარე ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას ნებისმიერი იმ სახელმწიფოს მიერ, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიცირება ან მიუერთდა მას. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად გადაეცემა გაეროს გენერალურ მდივანს.
3. წინამდებარე ოქმი ღიაა მისაერთებლად ნებისმიერი იმ სახელმწიფოსთვის, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიცირება ან მიუერთდა მას.
4. მიერთება ხორციელდება მიერთების აქტის გაეროს გენერალური მდივნისათვის გადაცემის გზით.
5. გაეროს გენერალური მდივანი სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების აქტის გადაცემის შესახებ აცნობებს ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა წინამდებარე ოქმს ან მიუერთდა მა