1. წინამდებარე ოქმის მონაწილე ნებისმიერ მხარეს შეუძლია გაეროს გენერალურ მდივანს წარუდგინოს წინადადება წინამდებარე ოქმში შესწორების შეტანასთან დაკავშირებით. გაეროს გენერალური მდივანი შემოთავაზებული შესწორებების ტექსტს გააცნობს წინამდებარე ოქმის მონაწილე მხარეებს, რომლებმაც უნდა აცნობონ გენერალურ მდივანს, უჭერენ თუ არა მხარს მხარეთა კონფერენციის მოწვევას წინადადების განხილვისა და კენჭისყრის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შტყობინების გაგზავნიდან ოთხი თვის ვადაში მხარეთა არანაკლებ ერთი მესამედი მხარს დაუჭერს ასეთი კონფერენციის ჩატარებას, გენერალური მდივანი მოიწვევს კონფერენციას გაეროს ეგიდით. გაეროს გენერალური მდივანი ნებისმიერ იმ შესწორებას, რომელიც მიღებულია კონფერენციაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა ორი მესამედის უმრავლესობით, დასამტკიცებლად გადასცემს ყველა მხარეს.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას დაამტკიცებს წინამდებარე ოქმის მონაწილე მხარეთა ორი
-მესამედის უმრავლესობა შესაბამისი კონსტიტუციური წარმოების გზით.
3. ძალაში შესვლის შემდეგ შესწორებები სავალდებულო იქნება იმ მხარეებისთვის, რომლებმაც დაამტკიცეს ეს შესწორებები, ხოლო სხვა მხარეებისთვის სავალდებულო იქნება წინამდებარე ოქმის დებულებები და მათ მიერ ადრე დამტკიცებული შესწორებები.