მხარის ტერიტორიაზე ვიზიტით ყოფნის დროს, პრევენციის ქვეკომიტეტის წევრები, წინამდებარე ოქმის დებულებებისა და მიზნების, ასევე მათთვის მინიჭებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეუზღუდავად:
(ა) დაიცავენ იმ ქვეყნების კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს, სადაც იმყოფებიან ვიზიტით;
(ბ) თავს შეიკავებენ ნებისმიერი ისეთი ქმედების ან საქმიანობისაგან, რომელიც არ შეესაბამება მათი მოვალეობების მიუკერძოებელ და ინტერნაციონალურ ხასიათს.