1. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები სარგებლობენ იგივე პრივილეგიებით და იმუნიტეტით, რითაც საკონსულო დაწესებულების შესაბამისი მუშაკი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ოჯახის იმ წევრებზე, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან მუდმივად ცხოვრობენ მის ტერიტორიაზე, ან დაკავებული არიან პროფესიული ან კომერციული საქმიანობით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, რომელიც დაკავშირებულია კერძო შემოსავლების მიღებასთან