1.ადგილსამყოფელი სახელმწიფო ათავისუფლებს გადასახადებისა და მოსაკრებლისაგან:
1.1. საკონსულო კარ-მიდამოს და საკონსულო დაწესებულების მუშაკების საცხოვრებელ სათავსოებს, რომლის მფლობელი ან დამქირავებელი წარმდგენი სახელმწიფო, რომელიც მიღებულია წარმდგენი სახელმწიფოს ან მისი წარმომადგენლის სახელით, აგრეთვე მასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებსა და აქტებს.
1.2. მოძრავ ქონებასა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომელიც კანონიერად შეძენილია საკონსულო დაწესებულების მიერ ოფიცილური მიზნებისათვის, აგრეთვე მათ ყიდვას, ფლობასა და შენახვას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებანი არ გამოიყენება:
2.1. იმ გადასახადებისა და მოსაკრებლების მიმართ, რომლებიც აიკრიფება როგორც სპეციალური მომსახურების საფასური.
2.2. იმ გადასახადებისა და მოსაკრებლების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით იმ პირთაგან, რომლებმაც დადეს ხელშეკრულება ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ან მის წარმომადგენელთან
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია
მუხლი 39. გათავისუფლება გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან
მეზობელი მუხლები
- მუხლი 32. გადაადგილების თავისუფლება
- მუხლი 33. ურთიერთობის თავისუფლება
- მუხლი 34. საკონსულო ბაჟი და მოსაკრებელი
- მუხლი 36. იმუნიტეტი იურისდიქციისადმი
- მუხლი 37. მოწმის ჩვენების მიცემის ვალდებულება
- მუხლი 38. ვალდებულებებისაგან გათავისუფლება
- მუხლი 40. საკონსულო მუშაკის გათავისუფლება გადასახადებისაგან
- მუხლი 41. გათავისუფლება საბაჟო კონტროლისა და ბაჟისაგან
- მუხლი 42. ოჯახის წევრების პრივილეგიები და იმუნიტეტი
- მუხლი 43. პირები, რომლებიც არ სარგებლობენ პრივილეგიებით და იმუნიტეტით
- მუხლი 44. უარის თქმა პრივილეგიებსა და იმუნიტეტზე
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია“, მუხლი 39. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1218398/muxli-39/