1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მომსახურე პერსონალი, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან მუდმივად ცხოვრობენ ამ სახელმწიფოში, არ სარგებლობენ იმ პრივილეგიებით და იმუნიტეტით, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციით, გარდა 37-ე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა.
2. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები, რომლებიც ცხოვრობენ მასთან ერთად, სარგებლობენ პრივილეგიებით და იმუნიტეტით, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შესვლის ან იმ მომენტიდან როდესაც ისინი გახდნენ ოჯახის წევრები.
3. როდესაც საკონსულო დაწესებულების მუშაკის ფუნქციები წყდება, მისი და მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების პრივილეგიები და იმუნიტეტები წყდება იმ მომენტიდან, როდესაც ეს პირი დატოვებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ან ამოიწურება ამის გასაკეთებელი შესაბამისი დრო. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრების პრივილეგიები და იმუნიტეტები წყდება, როდესაც ისინი აღარ არიან ოჯახის წევრები. იმ შემთხვევაში, თუ პირები აპირებენ დატოვონ ადგილსამყოფელი სახელმწიფო შესაბამის ვადაში, მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები შეუნარჩუნდებათ გამგზავრების მომენტამდე.
4. საკონსულო დაწესებულების მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში მასთან მცხოვრები მისი ოჯახის წევრები განაგრძობენ მათთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობას მათ მიერ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დატოვებამდე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დატოვებისათვის საჭირო შესაბამისი ვადის გასვლამდე