1. საკონსულო დაწესებულების ყველა მუშაკი სარგებლობს ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით დანიშნულების ადგილისაკენ გადაადგილებისას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის მომენტიდან, ან თუ უკვე იმყოფება ამ ტერიტორიაზე, იმ მომენტიდან, როცა შეუდგება საკონსულო დაწესებულებაში თავის მოვალეობათა შესრულებას.
2. საკონსულო დაწესებულების მუშაკთან მცხოვრები მისი ოჯახის წევრები სარგებლობენ ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭების მომენტიდან ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი შესვლის მომენტიდან ან იმ მომენტიდან, როცა გახდნენ მისი ოჯახის წევრები.
3. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ფუნქციების შეწყვეტისას მისი პრივილეგიები და იმუნიტეტები, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების პრივილეგიები და იმუნიტეტი წყდება იმ მომენტიდან, როცა ეს პირი ტოვებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს, ან ამის გასაკეთებლად საჭირო გონივრული ვადის დამთავრებისას. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრთა პრივილეგიები და იმუნიტეტი წყდება, როცა ისინი აღარ არიან მისი ოჯახის წევრები. ამასთან, თუ ეს პირები აპირებენ გონივრულ ვადაში დატოვონ ადგილსმყოფელი სახელმწიფო, მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები მათი გამგზავრების დრომდე შენარჩუნდება.
4. საკონსულო დაწესებულების მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში მასთან ერთად მცხოვრები მისი ოჯახის წევრები განაგრძობენ მათთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტით სარგებლობას მათ მიერ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დატოვებამდე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დატოვებისათვის საჭირო გონივრული ვადის გასვლამდ