1. წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია უარი განაცხადოს ნებისმიერ პრივილეგიასა და იმუნიტეტზე, რომლითაც სარგებლობენ შესაბამისი პირები ამ კონვენციის დებულებათა შესაბამისად. ყველა შემთხვევაში ასეთი უარი მკაფიოდ უნდა იყოს გამოხატული და ამის თაობაზე წერილობით ეცნობოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს.

2. ნებისმიერი პირის მიერ საქმეზე სარჩელის აღძვრა, როცა მას ამ კონვენციის შესაბამისად შეეძლო იურისდიქციისაგან იმუნიტეტის გამოყენება, ართმევს მას უფლებას იგი გამოიყენოს ძირითად სარჩელთან დაკავშირებული რომელიმე შეგებებული სარჩელის მიმართ.

3. უარის თქმა იურისდიქციისაგან იმუნიტეტზე სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის მიმართ არ ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისაგან იმუნიტეტზე უარის თქმას, რისთვისაც საჭიროა ცალკე უარი წერილობითი სახი