1. წარმდგენმა სახელმწიფომ შეიძლება უარი თქვას წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე, რომლებითაც სარგებლობენ შესაბამისი პირები. ყველა შემთხვევაში ამგვარი უარი უნდა იყოს განსაზღვრულად გამოხატული და მის შესახებ წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს.
2. სარჩელის აღძვრა ნებისმიერი პირის მიერ მაშინ, როცა მას შეეძლო ესარგებლა იმუნიტეტით იურისდიქციისადმი წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, ართმევს პირს უფლებას იურისდიქციისადმი იმუნიტეტზე იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემხვედრი სარჩელი, რომელიც დაკავშირებულია ძირითად სარჩელთან.
3. უარის თქმა იურისდიქციისადმი იმუნიტეტზე, რაც დაკავშირებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან, არ ნიშნავს იმუნიტეტზე უარის თქმას სასამართლო განაჩენისადმი, რომლის მიმართ საჭიროა წერილობით გამოხატული ცალკე უარ