2. საკონსულო დაწესებულების შენობების გამოყენება არ შეიძლება იმ მიზნებისათვის, რომელიც შეუთავსებელია საკონსულო ფუნქციების შესრულებასთან.
3. საკონსულო დაწესებულება, საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევას.
4. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მუშაკებს არ შეუძლიათ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში პროფესიული ან კომერციული საქმიანობა პირადი შემოსავლის მიღების მიზნით იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც დაკავშირებულია მათი ოფიციალური ფუნქციების შესრულებასთან.
ნაწილი VI
დასკვნითი დებულებე