1. ყველა ის პირი, რომელიც სარგებლობს პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით ამ კონვენციის შესაბამისად, ვალდებულია მისი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, საგზაო მოძრაობის წესების ჩათვლით.

2. საკონსულოს კარ-მიდამო არ უნდა იქნეს გამოყენებული საკონსულო ფუნქციათა შესრულებასთან შეუთავსებელი მიზნებისათვის.

3. საკონსულო დაწესებულება, საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევასთან დაკავშირებით.

4. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირებს არ აქვთ უფლება აწარმოონ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში პროფესიული ან კომერციული საქმიანობა იმ გამონაკლისის გარდა, როცა ეს დაკავშირებულია მათი ოფიციალური ფუნქციების შესრულებასთა