1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოქმედი დადგენილებები სოციალური უზრუნველყოფის შესახებ არ ვრცელდება საკონსულო დაწესებულების მუშაკებსა და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე, იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რომელიც სრულდება წარმდგენი სახელმწიფოსათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეუვალობა აგრეთვე ვრცელდება კერძო შინამუშაკებზე, რომლებიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მუშაკებს ემსახურებიან, იმ პირობით, თუ:

a) ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები და არ ცხოვრობენ იქ მუდმივად;

b) მათზე ვრცელდება წარმდგენ ან მესამე სახელმწიფოში მოქმედი დადგენილებები სოციალური უზრუნველყოფის შესახებ.

3. საკონსულო დაწესებულების მუშაკებმა, რომლებიც დაიქირავებენ პირებს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეუვალობა, უნდა შეასრულონ დამქირავებელზე დაკისრებული მოვალეობანი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული შეუვალობა ხელს არ უშლის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ნებაყოფლობით მონაწილეობას იმ პირობით, თუ ასეთი მონაწილეობა ნებადართულია ამ სახელმწიფოს მიე