1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, რაც შეეხება წარმდგენი სახელმწიფოსათვის სამუშაოს შესრულებას, თავისუფლდებიან მუშაობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულებებისაგან, რომელიც დადგენილია უცხოელთა სამუშაოზე დაქირავების შესახებ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით.
2. საკონსულო თანამდებობის პირების და საკონსულოს მოსამსახურეთა კერძო შინამუშაკები, თუ ისინი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არავითარ სხვა სამუშაოს არ ეწევიან შემოსავლის მიღების მიზნით, თავისუფლდებიან ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვალდებულებებისაგა