1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, ნებას რთავს შემოზიდონ და ათავისუფლებს ყველა სახის საბაჟო გადასახადების, ბაჟისა და მასთან დაკავშირებული მოსაკრებლებისაგან, გარდა შენახვის, გადაზიდვისა და მსგავსი მომსახურების გაწევისათვის დადგენილი მოსაკრებლებისა:

a) საკონსულო დაწესებულებების ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს;

b) საკონსულო თანამდებობის პირის ან მასთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს, მისი მოწყობისათვის საჭირო საგნების ჩათვლით. სამომხმარებლო საქონლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პირების უშუალო მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობას.

2. საკონსულოს მოსამსახურეები სარგებლობენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და შეღავათებით იმ საგნების მიმართ, რაც შემოზიდულია მათი თავდაპირველი საყოფაცხოვრებო მოწყობის დროს.

3. საკონსულო თანამდებობის პირების და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი ბარგი, რომელიც თან მოაქვთ ამ პირებს, თავისუფლდება შემოწმებისაგან. მისი შემოწმება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ბარგი შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „b“ ქვეპუნქტში აღნიშნულისაგან განსხვავებულ საგნებს, ან საგნებს, რომელთა შემოტანა ან გატანა აკრძალულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან თუ ეს საგნები ექვემდებარებიან საკარანტინო კანონებსა და წესებს. ასეთი შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი საკონსულო თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის თანდასწრები